суббота, 13 сентября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია და მივიღე უკუკავშირი კოლეგებისგან,ნაყოფიერი და მრავლისმომცველი ტრენინგი იყო ნამდვილად.ყველაზე დიდი პოზიტივი, ცხრა დღის განმავლობაში, ქალბატონი ლალი იყო,მისაბაძი შრომისმოყვარეობით,მონდომებით და ყურადღებით.უღრმესი მადლობა!!!

четверг, 11 сентября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ გუგლ დრაივში დოკუმენტის გაზიარება,მისი ლინკის მიბმა.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროცედურები.ძალიან დავიღალე...

სასწავლო პროცედურები

воскресенье, 7 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით გუგლ დისკის შესაძლებლობებს,ვისწავლეთ ფაილების გაზიარება,ბლოგზე სურათის ჩასმა გაჯეტად.

пятница, 5 сентября 2014 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
1.რატომ იცვლიან ადანიანები სახცოვრებელ ადილს?

თემატური კითხვა:
1.რატომ ანებებენ ადამიანები ყველაფერს თავს და მიდიან სხვა ადგილას?
2.სულხან-საბას იგავში"იხვი და მყვარი"გადმოცემული სიბრძნე,რამდენად ეხმიანება დღევანდელობას?
3.რა შეგვიძლია გავაკეთოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად?
4."სამკვიდრო" თუ კეთილდღეობა?
5.რატომ არის სამკვიდროს სიყვარული მნიშვნელოვანი?


შინაარსობრივი კითხვა:

1.რა მიზეზით აღმოჩნდნენ იგავის პერსონაჟები გადაწყვეტილების წინაშე?
2.რა ფაქტორმა წარმოაჩინა განსხვავება ერთი შეხედვით მსგავს პერსონაჟებს შორის?
3.რა მსგავსებაა სულხან-საბას ეპოქასა და მე-20 საუკუნეს შორის?
3.რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანთა ეკომიგრაციას?





მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანი და ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გადავხედე ნიმუშებს,ვიმუშავე პორთფოლიოს პრეზენტაციის ჩარჩოზე.

воскресенье, 31 августа 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მეორე მოდულის პირველ აქტივობაზე,ჩამოვაყალიბე პროექტის სასწავლო მიზნები.

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიონ ინფორმაცია ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებით  ეკომიგრაციის შესახებ.
  • გამართონ დებატები სულხან-საბას ეპოქასა და დღევანდელობის მსგავსება-განსხვავებაზე,ამისათვის ააგონ და გამოიყენონ ვენის დიაგრამა.
  • .შეაფასებენ და დასკვნებს გამოიტანენ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

суббота, 30 августа 2014 г.

პირველი მოდულის შეჯამება

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

მეორე დღის რეფლექსია

საინტერესო და შრომატევადი დღე იყო: გავხსენი საკუთარი ბლოგი,დავათვალიერე სხვა მასწავლებელთა ბლოგები,ჯგუფში განვიხილეთ იდეები,ყველამ გამოვთქვით აზრი,ვისწავლე ბროშურის გაკეთება,რაც ძალიან მომეწონა და ბლოგზე შევქმენი პოსტი.ასევე კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთს.

ჩემი პროექტის იდეა

ეკომიგრანტები



ვეძებთ ინფორმაციას და ვიკვლევთ ეკომიგრანტების შესახებ ინფორმაციას მთიანი აჭარიდან გარე კახეთში,სოფელ "ფიროსმანში"და პარალელს ვავლებთ სულხან-საბას ეპოქასთან "იხვი და მყვარის"მიხედვით. 
ბვ.,მნმბ.ეკომი